თეგი: პარიზის ოლიმპიადა

მაკრონის თქმით, პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის

2024 წლის პარიზის თამაშებზე რუსი სპორტსმენების შესაძლო ყოფნის შესახებ კითხის საპასუხოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ შეიძლება, რომ რუსეთის დროშა აღიმართოს ოლიმპიადაზე „იმ დროს, როცა რუსეთი სჩადის სამხედრო დანაშაულებს.“ ოთხშაბათს საღამოს გამოქვეყნებულ სპორტულ გაზეთ L'Equipe-თან ინტერვიუში მაკრონმა აღნიშნა რომ მას სჯერა, ამ საკითხზე კონენსუსი არსებობს. ამასთან, განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რუსი და ბელორუსი სპორტსმენების ინდივიდუალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაზე, დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა (IOC) და მის ხელმძღვანელ თომას ბახზე. მან სპორტულ გაზეთ L'Equipe-თან ინტერვიუში დაამატა: „მე სრული ნდობა მაქვს თომას ბახის (IOC პრეზიდენტი)." თუმცა, მაკრონი იმასაც განიხილავს, როგორ განასხვავონ ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც ომის მომხრეები არიან და ისინი, ვინც რეჟიმის მსხვერპლნი არიან. „ეს არის რეალური კითხვა,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, IOC-მ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანი და გასაგები იქნება უკრაინელებისთვის.   „ეს არის დამაბალანსებელი აქტი, რომლის მიღებაც მიგვიწევს,“ - აღნიშნა მაკრონმა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებს აზიის თამაშებში გამოსვლა აუკრძალა რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებს სანქციები დაემუქრათ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.  

რუს და ბელორუს სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის უფლებას არ მისცემენ

რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებს ამ ზაფხულს პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალში მონაწილეობის ულება არ მიეცემათ, განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 19 მარტს. ეს სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით (AIN) იასპარეზებენ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იქნებიან დაშვებული, ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები არ დაიშვებიან. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელორუსის სიმბოლიკა (დროშები, ჰიმნები, ფერები) აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არ იქნებიან. „რუსული და ბელარუსული პასპორტების მქონე სპორტსმენები, რომელთაც კვალიფიკაცია აქვთ გავლილი, დარეგისტრირებული იქნებიან როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები და შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები. სპორტსმენებს, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ომს, შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ,”- ნათქვამია განცხადებაში. არ დაიშვებიან სპორტსმენები, რომელთაც რუსულ ან ბელორუსულ შეიარაღებულ ძალებში ან სპეცსამსახურებში სამსახურზე კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. კულებას შეფასებით, კრემლი რუს და ბელორუს სპორტსმენებს იარაღად გამოიყენებს.    

მაკრონს ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადა რუსეთის სამიზნე იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადა რუსეთის სამიზნე იქნება. შეკითხვას, უქმნის თუ არა რუსეთი ოლიმპიადას საფრთხეს, ემანუელ მაკრონის უპასუხა: „არაფერში არ მეპარება ეჭვი, მათ შორის ინფორმაციის კუთხით.“ მაკრონი ბოლო პერიოდში რუსეთთან მიმართებით სულ უფრო მკაცრ პოზიციას აფიქსირებს. მისმა მთავრობამ ასევე უფრო მკაცრი ხაზი გაატარა ევროპაში სავარაუდო რუსული დეზინფორმაციის მცდელობების წინააღმდეგ. ამ კვირის დასაწყისში საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნი აცხადებდა, რომ საფრანგეთი ევროკავშირის მასშტაბით დეზინფორმაციის გავრცელების გამო, სანქციების დაწესების შეთავაზებით გამოვა. პარიზი ბლოკის დესტაბილიზაციისთვის რუსეთის მზარდ მცდელობებზე საუბრობს. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.  

ოლიმპიაში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი აანთეს

16 აპრილს საბერძნეთის ანტიკურ ქალაქ ოლიმპიაში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი აანთეს. ოლიმპიადა 26 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქში დაიწყება. ამ სიმბოლური აქტით დაიწყო ჩირაღდნის ესტაფეტა საბერძნეთსა და საფრანგეთში. ესტაფეტა დასრულდება პარიზში, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, სადაც ოლიმპიური თამაშების ცეცხლს აანთებენ. პარიზი ოლიმპიადას 1900 და 1924 წლების შემდეგ მესამედ უმასპინძლებს.